პაპუნა შუშანია
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება
პოლიტიკა

ფოტო: პაპუნა შუშანია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს "საქართველოს მელიორაცია" ქ. ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო ზემო სვანეთი გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს. შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხალისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირდება გახსნილ მდგომარეობაში. ასევე, გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.
პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს, რომ მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის გასატარებლად.
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.





