ოთარ ჭულუხაძე: პოლიტიკური სისტემა უნდა გაიწმინდოს
პოლიტიკა

ოთარ ჭულუხიძე
იმედი/ვიდეოკადრი
პოლიტიკური სისტემა უნდა გაიწმინდოს, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" ექსპერტმა ოთარ ჭულუხაძემ.
მისი თქმით, შეუზღუდავი ტოლერანტობა აუქმებს ტოლერანტობას.
"ანუ თუ შენ ყველაფერზე ხარ შემწყნარებელი, მათ შორის არაშემწყნარებელი ჯგუფების მიმართ, მაშინ შენ მიიღებ არაშემწყნარებელ საზოგადოებას. ანუ თუ პოლიტიკაში გყავს ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიული თამაშის წესებს - პლურალიზმზე, არჩევნების აღიარებაზე დაფუძნებულს, თუ შენ ამისადმი ხარ ტოლერანტული, არსებობს დიდი რისკი, რომ მთლიანად საზოგადოება გადახაროს თავისკენ ამ ჯგუფმა და საზოგადოებაც გახდეს არატოლერანტული.
პოლიტიკური სისტემა უნდა გაიწმინდოს. სარჩელი არის კონკრეტული თამაშის წესის მიღმა მყოფებზე. გავიხსენოთ რომ ბელგიაში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც ასეთი რაღაც ხდება", - განაცხადა ჭულუხიძემ.
მანვე გაიხსენა 2008 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა.
"გაგახსენებთ, რომ სააკაშვილი ხვდებობა [საზღვარზე] რუს ტურისტებს, გავიხსენოთ რომ ენერგორესურსები მიყიდეს რუსეთს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, რუსეთთან მიმართებაში მიანიშნებს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები. „რუსეთუმეს“ იარალიყის მიწებება არის დემაგოგიური, პროპაგანდისტული ტაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ „მე ვარ იუპიტერი, მე მაქვს უფლება და თქვენ ხართ ხარები, რომელსაც არაფრის უფლება არ აქვს", - განაცხადა ოთარ ჭულუხაძემ.





