კახაბერ კუპატაძე
თელავში 900-წლოვანი ჭადრის ხე ხმება
პოლიტიკა

ისტორიული ჭადარი
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
თელავში 900-წლოვანი ჭადრის ხე ხმება. მუხედავად იმისა, რომ მის გადასარჩენად სპეციალისტები გერმანიიდან მოიწვიეს, ისტორიული ხის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
როგორც imedinews-ს თელავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ უთხრა, ჭადრის გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არის იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტების ჩართულობით, ხის ფესვთა სისტემას მკურნალობა დროულად ჩაუტარდება. თელავის მერიამ, ჯერ კიდევ გასულ წელს, საუკუნოვანი ხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გერმანიიდან სპეციალისტი ჩამოიყვანა, რომელმაც გამოკვლევები და პირველადი მკურნლობის პროცედურები ადგილზე ჩაუტარა.
თელავის ახალადარჩეული მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილია ხის რეაბილიტაცია.
,, საუკუნოვანი ხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გერმანიიდან სპეციალისტი იმყოფებოდა, რომელმაც გამოკვლევები და პირველადი მკურნლობის პროცედურები ჩაუტარა. ჭადრის მკურნალობის პროცესში 2018 წლიდან კვალიფიციური უცხოეული სპეციალისტები ისევ ჩერთვებიან.“ - განაცხადა თელავის მერმა.





