ბიზნესის უნივერსიტეტში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება
პოლიტიკა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგების სფეროს საქართველოში განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობების შექმნას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, უნივერსიტეტში გაიხსნება „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“, რომელიც გულისხმობს სასწავლო ცენტრის, ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმების და ახალი პროექტების განვითარების ხელშეწყობას. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასობით ახალგაზრდა კადრის გადამზადება და მათი ჩართვა მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ პროექტებში.
გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებას და მათი მდგრადობის მხარდაჭერას.





