სოფიკო ბერიძე
პარლამენტში სალომე სამადაშვილსა და გია ვოლსკის შორის შეკამათება მოხდა
პოლიტიკა

პარლამენტს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამადაშვილსა და გია ვოლკის შორის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის შეკითხვა სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო საავიაციო ტექნიკას ეხებოდა. სამადაშვილის გაღიზიანება გია ვოლსკის საპასუხო რეპლიკაში სიტყვა "გოგო"-ს გამოყენებას მოჰყვა, რის შემდეგად სამადაშვილმა საკომიტეტო მოსმენა დატოვა და განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობა შეუძლებელი ხდება.
„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს.
„პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ. სალომე სამადაშვილმა კი კომიტეტის დარბაზი დატოვა.
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ოპოზიციისთვის აქტუალური სოციალური სფერო, საგარეო ვალი და თავდაცვის ბიუჯეტია, რომელიც წელს 702 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, მაშინ როცა 2017 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 748 მილიონი ლარი იყო.





