მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამჟამად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს
პოლიტიკა

მარტა კოსი
Reuters
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამჟამად „მხოლოდ ქაღალდზე“ არსებობს და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე წინ ვერ მიდის.
კოსის თქმით, ევროკავშირს სურს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის განახლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კვლავ ევროპული ღირებულებებისკენ დაიწყებს სვლას.
„სანამ ისინი წინ არ მიდიან, უკან იხევენ“, - აღნიშნა მან.
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კანდიდატი „ქაღალდზე“, თუმცა პროგრესისთვის ორმხრივი ნაბიჯებია საჭირო.





