მიხეილ ჩხენკელი: პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა
პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები და შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ქვეყნის მთავარ ტკივილს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა კავკასიის რეგიონისთვის და მას გაეროში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





