ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაზე უპრინციპო პოლიტიკური ძალაა, ჯერ „გაყალბებულ“ და „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შევიდა და ახლა „კუთვნილ“ თანამდებობებს ითხოვს
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე
ფოტო: არქივი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ „გაყალბებულ“ და „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შევიდა და ახლა როგორც ჩანს, მადაზე მოვიდნენ და მათთვის ,,კუთვნილ“ თანამდებობებს ითხოვენ, – წერს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის კომიტეტების მოადგილეების თანამდებობებზე წარსადგენ დეპუტატების სიას აქვეყნებს.
ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკურ ძალას“ უწოდებს.
„ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ „გაყალბებულ“ და „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შევიდა და ახლა როგორც ჩანს, მადაზე მოვიდნენ და მათთვის „კუთვნილ“ თანამდებობებს ითხოვენ. არადა, მაგათ გაქცეულ პრეზიდენტს და ადმირალს რომ ჰკითხოთ, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია და რიგგარეშე არჩევნების ბედი უნდა გადაწყდეს. 14 კომიტეტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდა?“, - წერს ბოჟაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





