ირაკლი სესიაშვილი: ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები წინასწარ გვაქვს გათვლილი
პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები პროექტის დაგეგმვის დროსაც იყო გათვალისწინებული და ალტერნატიული ვარიანტები არსებობს.
„ეს ადმინისტრაციული საზღვრები, სამწუხაროდ, განსაზღვრულია წინა ხელისუფლების მიერ. სააკაშვილმა თავისი ბრძანებით განსაზღვრა ადმინისტრაციული საზღვრები. სამწუხაროდ, და ეს რეალობაა, რომ ოკუპანტები ამ ადმინისტრაციულ საზღვარს მოყვებიან და ახდენენ ე.წ. ბორდერიზაციას. ამავე ადმინისტრაციულ საზღვრებში ექცევა ნავთობსადენი, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული საშუალებები, რაც თავიდანვე იყო გააზრებული და მოფიქრებული. ასე რომ, ეს არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, დიდ საშიშროებას. ზოგადად, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მიერ ხნულების გავლების ფაქტს ადასტურებს. „აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება. საკითხი ერგნეთის მომავალ შეხვედრაზე განიხილება.“- განაცხადეს სუს-ში.





