ლიეტუვის საელჩო: ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ არავითარი რაოდენობის ჯარს და იმპერიალიზმს არ შეუძლია, შეაკავოს თავისუფლების ნამდვილი ერთგულება
პოლიტიკა

ფოტო: INN
საქართველოში ლიეტუვის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება და შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.
„მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ არავითარი რაოდენობის ჯარს ან არავითარ იმპერიალიზმს არ შეუძლია, შეაკავოს თავისუფლების ნამდვილი ერთგულება“, - წერს ლიეტუვის საელჩო.
A full century has passed since the Red Army occupied the Democratic Republic of #Georgia. History has clearly demonstrated that no amount of troops or imperialism can contain true dedication to #freedom. https://t.co/pJAhLM6irl
— Lithuanian Embassy Georgia (@LTEmbassy2Ge) February 25, 2021
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.





