www.imedi.ge
გიორგი ვოლსკი: სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა მე ან რომელიმე პარტია როგორ ვაფასებთ ვითარებას
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია, ან მისი წარმომადგენელი როგორ ვაფასებთ ამ ვითარებას, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ამასთან, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს, იმ ადამიანებთან, ვისაც სამაჯურები უკეთიათ.
„ეს პოლიტიკური გუნდი, თავისი ლიდერით, დაპირისპირებულია არა ჩვენთან, არამედ ქვეყნის ინტერესებთან. წინა ხელისუფლება სასამართლო საკითხებს წყვეტდა იმის მიხედვით, თუ როგორ მოილაპარაკებდა ეს ჯგუფი, ვინ გაეშვათ, ვინ ეწამებინათ და ვისთვის მთელი ცხოვრება დაემახინჯებინათ. ასეთი იყო მელიას გადაწყვეტილება, როცა იგი ლიდერი იყო ერთ-ერთი ბანკის გაკოტრების ოპერაციაში, მაგრამ ვფიქრობ, სასამართლომ ამასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ გაითვალისწინა არანაირი პოლიტიკური წინაპირობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იმართება. 16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.





