www.imedi.ge
პარლამენტის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ კოლეგების კითხვებს უპასუხა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არჩილ თალაკვაძის ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების კითხვები ძირითადად პანდემიას ეხებოდა. „ევროპელმა სოციალისტებმა“ საგანგებო კომისიის შექმნის იდეა გააჟღერეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. მმართველი გუნდის წევრმა, ბეჟან წაქაძემ კი საპარლამენტო კონტროლის გამკაცრებაზე გაამახვილა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით პარლამენტი კომიტეტებთან ერთად გარკვეულ გეგმაზე მუშაობს, რომლის საბოლოო განხილვაშიც ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობს. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, თავმჯდომარემ კოლეგას რეგლამენტით გათვალისწინებული ბერკეტები განუმარტა.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.





