ეუთო-ს თავმჯდომარე: ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო
პოლიტიკა

იგნაციო კასისი
ფოტო: იმედი/კადრი
ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა, რომელიც საქართველოს სტუმრობს.
მისი თქმით, 57 მონაწილე ქვეყნის იმედი აქვს, რომ დაეხმარებიან, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მიაგნოს.
„შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ [ეუთო-ს] თავმჯდომარეობა. ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. ვუახლოვდებით რა წლის ბოლოს, არის გადაუდებლობის სერიოზული გრძნობა. ღრმად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით გავაგრძელოთ კვლევა ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელსაც ამუშავებს ორგანიზაცია, რომ გადაწყვეტილება იყოს მონახული. ჩემი ამოცანაა, გადაწყვეტილების მონახვა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენცია ლუგანოში ამ საკითხს აღარ განიხილავდეს. საბოლოო გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ეს არის უბრალოდ სურვილი, მე გარანტია არ შემიძლია. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის, ორგანიზაციისთვის, რომ მიმდინარეობდეს სამმაგი პროცესი - წარსული, მოქმედი თავმჯდომარე და შემდეგი თავმჯდომარე, ეს იძლევა ორგანიზაციის მომავლის სტაბილურობას და პროგნოზირებადობას“, - აღნიშნა კასისმა.





