ნათია სონღულაშვილი
დავით სერგეენკო ოპოზიციის მანდატებზე: ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა
პოლიტიკა

დავით სერგეენკო
ფოტო: IMEDI
ჩემი განწყობა ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს და ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიცია ერთი და იგივეა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა. რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ამაზე გუშინაც იყო კომიტეტში მსჯელობა, დღესაც იქნება და ალბათ ყველა არგუმენტი შეჯერდება. ჩემი განწყობაც ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს და ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მაქვს მოლოდინი, რომ მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება“, - განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კიდევ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს.





