გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ორივე ქვეყნის ინტერესი რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.





