www.imedi.ge
მამუკა მდინარაძე: არ მივიღოთ მაშინ ეს კანონი და გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: Facebook
შეზღუდვებმა და სწრაფმა, ეფექტიანმა და სწორ დროს, სწორმა რეაგირებამ მოგვცა თუ არა ის რაც დღეს გვაქვს? მთელი მსოფლიო რომ გვაღიარებს, როგორც საუკეთესოებსა და პირველ რიგში მდგომებს კორონავირუსთნ ბრძოლაში, ეს პირველ რიგში იყო თუ არა დროული შეზღუდვების დამსახურება? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, სულ სამი ვარიანტი არსებობს, რაც შესაძლოა ამ ვითარებაში გამოყენებულ იქნას.
„სულ სამი ვარიანტი გვაქვს. პირველი - დავტოვოთ საგანგებო მდგომარეობა. დადის COVID-19-ი, ხომ არ გამქრალა? ზუგდიდის შემთხვევა გვქონდა და სამწუხაროდ, კიდევ ორ რაიონში კიდევ გვაქვს შემთხვევები. ეს ადამიანები დადიან და ერთი-ორი ადამიანი შეიძლება ისეც დადიოდეს, რომ არ ვიცით რომ ინფიცირებულია. ერთმა ადამიანმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდაფეთქება, ამიტომ ან უნდა დავტოვოთ საგანგებო მდგომარეობა, ან მეორე ვარიანტია, დამთვარდება 22-ში საგანგებო მდგომარეობა და ადამიანებს უთხრან, რომ აღარანაირი შეზღუდვა არ არსებობსო, მაგრამ გამორიცხულია არ აფეთქდეს და ვერანაირ შეზღუდვას ვერ დავაწესებთ, პოლიციელსაც კი ვერ დაყენებ სოფლის გასასვლელში. პირბადეს ვერ გააკეთებინებ ადამიანს თუ არ უნდა, ვერ დაავალდებულებ.
მესამე ვარიანტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებული ხარვეზიანი კანონის გასწორებაა, რომელშიც თან შემზღუდავი და ამკრძალავი ნორმები და დათქმაა იმის შესახებ, რომ კანონით შეიძლება გარკვეული კონსტიტუციური უფლებები შეიზღუდოს კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევეაში. ეს კანონი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიიღეს, პანდემიის საფრთხე რომ არსებობდა, გახსოვთ ალბათ, ყოველი მესამე რომ უნდა მოვმკვდარვიყავით, ეს არის ხარვეზიანი კანონი და გადავწყვიტეთ მისი გასწორება. შევიტანოთ გარკვეული მინიმალური შეზღუდვები, რაც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილებისთვის, ამ კანონით ეს მინიმალური შეზღუდვები ამუშაოს მთავრობამ და ამით დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ამას აპროტესტებენ. არ მივიღოთ მაშინ ეს კანონი და გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მერე კონსტიტუციაზე ვეღარ ვმუშაობთ და ვეღარ ვიღებთ. საკამათო ნორმებიც რომ იყოს, და ჩვენ ვცდილობთ რონ არ იყოს საკამათო ნორმები მეტი გამოსავალი დღეს არ არსებობს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





