ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს დაშინებას. ჩვენ არ ვემხრობით „ქართულ ოცნებაზე“ ბრალდებებს, რომ თითქოს ის პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ცდილობს, მსგავს რამეს ევროპაშიც ვხედავთ
პოლიტიკა

ირმჰილდ ბობფორდი
ფოტო: ვიდეოკადრი
გერმანელი ევროპარლამენტარი, ირმჰილდ ბობფორდი საკუთარ ქვეყანაში, მისი პარტიის, AfD-ს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას იხსენებს,
მისი თქმით, AfD-ს აკრძალვის მოთხოვნაზე ევროპარლამენტს ამ დრომდე არცერთი რეზოლუცია არ მოუმზადებია.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს დაშინებას, ჩვენ არ ვემხრობით „ქართულ ოცნებაზე“ ბრალდებებს, რომ თითქოს ის პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ცდილობს. მსგავს რამეს ევროპაშიც ვხედავთ.
ამჟამად ყველა პოლიტიკურ პარტიაში აქტიურად განიხილავენ გერმანული პარტიის AfD აკრძალვის საკითხსაც. AfD ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ამჟამად გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
როგორც მან აღნიშნა, მათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია არ სჭირდებათ.
„ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობა გვჭირდება. ევროკავშირის ყოველთვის ცდილობს გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი და წინ წასწიოს თავისი დღის წესრიგი სანაცვლოდ იმისა, რომ ესაუბროს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





