ქეთევან ქარდავა
ესტონეთის პრეზიდენტმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები დაგმო
პოლიტიკა

კერსტი კალიულაიდი
ფოტო: Twitter
ესტონეთი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საოკუპაციო ხაზზე უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესის განახლება დაგმო.
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს კერსტი კალიულაიდი Twitter-ზე.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.
15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გუშინ გაეცნენ.





