2016 წელს 57 ჟურნალისტი დაიღუპა
მსოფლიო

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ანგარიშის თანახმად, 2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა.
შედარებისთვის, 2015 წელს - 67.
სირიაში, რომელიც "ჯოჯოხეთად" იქცა, 19 ჟურნალისტი დაიღუპა, ავღანეთში - 10, მექსიკაში - 7, იემენში - 7.
"წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი ტოვებს თავიანთ ქვეყნებს, სადაც ყოფნა ძალიან სახიფათოა. სირია, ერაყი, ლიბია, იემენი, ავღანეთი, ბანგლადეში, ბურუნდი "შავ ხვრელებად" იქცნენ, სადაც დაუსჯელობა სუფევს", აღნიშნულია ანგარიშში.
ჟურნალისტების უმეტესობა თავიანთ ქვეყნებში მოკლეს, გარდა 4 ჟურნალისტისა, რომლებიც მივლინებაში ყოფნისას დაიღუპნენ.





