01 ნოემბერი 2026, 13:51
კრემლი: თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკება სურს, მას მოსკოვში ჩამოსვლა შეუძლია
მსოფლიო

იური უშაკოვი
TASS
გაზიარება
თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, მას მოსკოვში ჩამოსვლა შეუძლია. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან კომენტარში განაცხადა.
„ის ხომ სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გზავნის სიგნალებს. თუ სურს [საუბარი], რახან ასე ძალიან სურს დალაპარაკება - ჩამოვიდეს“, - განაცხადა უშაკოვმა.





