Bild am Sonntag
სტოლტენბერგი რუსეთთან ცივი ომის წინააღმდეგია
მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივნის აზრით, ალიანსი არ უნდა ჩაერიოს სირიის ომში; სტოლტენბერგი რუსეთთან კონფლიქტს არ ემხრობა და მასთან დიალოგისკენ მოუწოდებს; ალიანსის ლიდერს მიაჩნია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ოპტიმალური ზომაა და მიესალმება ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებას.
ეს განცხადებები ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ Bild am Sonntag-თან ინტერვიუში გააკეთა.
სტოლტენბერგის რამდენიმე ციტატა ინტერვიუდან: “ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია, რომ მას დიდი ფასის გადახდა უწევს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის და საზღვრების ძალისმიერად შეცვლის გამო”; “ორშაბათის რუსეთი-ნატოს კომისიის გზავნილი ასეთია: ნატოს არ უნდა ესკალაცია, არ უნდა ცივი ომი”; “სირიასთან დაკავშირებით ნატოს პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო ძალის ჩარევა კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც საშინელ მდგომარეობას”.
15 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე. ფორმალურად გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტში მიიღებენ.





