მარკო რუბიო: ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ომის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების დამატებითი მიწოდების დროებით დაშვების შესახებ ძალიან გონივრულად
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განმარტა და მას გონივრული უწოდა. მარკო რუბიოს თქმით, გადაწყვეტილებამ მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების მიწოდება უნდა გაზარდოს და ფასებზე მოახდინოს გავლენა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ომის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების დამატებითი მიწოდების დროებით დაშვების შესახებ ძალიან გონივრულად. ეს არამხოლოდ ჩვენ მოგვიტანს სარგებელს, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია მთელ მსოფლიოში დიზელზე მაღალი ფასების გათვალისწინებით“, - განაცხადა რუბიომ.





