საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 1300-მდე გაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 1300-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 1000 დაკავებულების შესახებ. პოლიციამ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, მარსელში ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს და ბორდოში კი მაღაზიები დაარბიეს.
შინაგანი საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს გამართულ პროტესტში სავარაუდოდ 410 000 ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების მონაცემებით ეს რიცხვი დაახლოებით 800 000-ს შეადგენდა.
დაახლოებით 70 000 პოლიციელი იყო მობილიზებული და შეზღუდვები დაწესდა რამდენიმე ქალაქში, რათა თავიდან აეცილებინათ ცხოვრების ძვირ ფასსა და სკოლებში არსებულ ცუდ პირობებთან დაკავშირებული ბოლო პროტესტების იმგვარ ქაოსში გადაზრდა, სადაც პოლიციელების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა, ასობით საწარმო გაიძარცვა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.
შინაგანი საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხდარი შეტაკებების შედეგად 53 სამართალდამცველი დაშავდა.





