25 ოქტომბერი 2026, 14:05
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
რუსეთმა ხარკოვს რეაქტიული დრონებით დაარტყა. დაიღუპა 1 ადამიანი, 4 კი დაშავდა, მათ შორის 3 მაშველი. სამიზნეში ქალაქის ორი რაიონი მოექცა. იერიში თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა. გამთენიისას საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა განხორციელდა ვინიცაშიც. დაშავდა 6 მოქალაქე.
მანამდე კი თავდასხმა მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქზე მრავალბინიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა აგრეთვე მაღაზია და ავტომობილები. 3 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 8 დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდია.





