08 ივლისი 2018, 21:45
თურქეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

შემთხვევის ადგილი
ფოტო: Twitter
გაზიარება
თურქეთში სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შედეგად წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.





