Cambridge Analytica-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ტრამპის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
კონსალტინგური კომპანია Data Propria, რომელიც Cambridge Analytica-ს ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს, 2020 წლისთვის დონალდ ტრამპის გადარჩევის კამპანიაში ჩაერთო. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.
Data Propria Cambridge Analytica-ს პროდუქტების ყოფილმა დირექტორმა მეთ ოსკოვსკიმ დააარსა, რომელიც 2016 წლის არჩევების დროს ტრამპის კამპანიის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მის გარდა, Data Propria-ში Cambridge Analytica-ს სამი ყფილი თანამშრომელი მუშაობს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ მისმა ჟურნალისტებმა თავად მოისმინეს შემთხვევით ოსკოვსკის სატელეფონო საუბარი, რომლის შინაარსითაც, მისი ახალი კომპანიის ეს გადაწყვეტილება დასტურდება, თუმცა თავად ოსკოვსკი ამას საჯაროდ უარყოფს. უფრო მეტიც, ის აცხადებს, რომ 2018 წელს კონგრესის არჩევნებისას ის რესპუბლიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს.
Cambridge Analytica პოლიტიკური რეკლამებით იყო დაკავებული და ამისათვის სოციალური ქსელის მომხმარებელთა მონაცემებს იყენებდა პოლიტიკოსების ფსიქოპორტრეტების შესაქმნელად. ის ტრამპის შტაბთან თანამშრომლობდა 2016 წელს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის გამარჯვებაში.
წელს კი გაირკვა, რომ Cambridge Analytica-მ უკანონოდ მიიღო ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ დაარღვია ამერიკის კანონმდებლობა, რომელიც უცხოელებს პოლიტიკური რეკლამირების საქმიანობაში ჩართვას უკრძალავს.





