06 ივნისი 2018, 12:49
პაატა კუპატაძე
სტრასბურგში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
მსოფლიო

შემთხვევის ადგილი
ფოტო: youtube
გაზიარება
საფრანგეთში, სტრასბურგის საპორტო ზონაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხორბლის შესანახ ტერმინალზე 11 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





