ინდონეზიაში მორიგი აფეთქება მოხდა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
ინდონეზიის სიდიდით მეორე ქალაქ სურაბაიაში მორიგი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ცულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ამ შემთხვევაში ტერორისტების სამიზნე პოლიციის განყოფილება გახდა. ბომბი ორმა პირმა აამოქმედა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.
CCTV footage shows two individuals on a motorbike detonating a bomb at the gate of #Surabaya police station (Mapolrestabes) at 8.50 a.m. this morning, injuring police officers. pic.twitter.com/UBdurtqT2z
— The Jakarta Globe (@thejakartaglobe) May 14, 2018
ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ქალაქში რიგით მეოთხე აფეთქება გახდა. წინა თავდასხმებს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.





