13 ოქტომბერი 2026, 01:43
დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, პუტინს შეთანხმების მიღწევა ზელენსკიზე მეტად სურს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა უფრო სურს, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკის.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ თითქოს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ორივე მხარე ამას უარყოფს, ტრამპმა უპასუხა, რომ შეთანხმება სწორედ მისი კატეგორიული პოზიციის გამო შედგა.
„ისინი შეთანხმდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვუთხარი: „თქვენ თანხმდებით“ - აი, რატომ. ისინი შეთანხმდნენ, რადგან მე ვთქვი, რომ შეთანხმდნენ და ეს საკითხი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა ტრამპმა.





