მელანია ტრამპი: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუ უკრაინაც და რუსეთიც მოისურვებენ, შესაძლოა, შობამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთ შეთანხმებას მივაღწიოთ
მსოფლიო

მელანია ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, ამერიკული მხარე უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და თუ ის წარმატებით დასრულდება, შობამდე შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს.
Fox News-ის წამყვანმა აშშ-ის პირველ ლედის უთხრა, რომ ყველას მსოფლიოში მშვიდობა სურს. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას მოისურვებდა იგი თავად.
„რა თქმა უნდა, მსოფლიო მშვიდობას. მაგრამ პირველ რიგში, ნამდვილად მსურს მეტი ცეცხლის შეწყვეტა. ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ, თუ ორივე მხარე, უკრაინა და რუსეთი მოისურვებენ. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. შესაბამისად, შობამდე შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.





