ჯო ბაიდენი თავის მემუარებში: ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვდით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, პუტინის ბრალდებების მიუხედავად - 2008 წელს მიცემული დაპირება ნაადრევი იყო
მსოფლიო

ჯო ბაიდენი
Reuters
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თავის მემუარებში აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შესახებ 2008 წელს მიცემული პირობა „ნაადრევი“ იყო.
მემუარებში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საგარეო პოლიტიკური აღიარება სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მრავალწლიან ამბიციებს ეხება.
ბაიდენი წერს, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას არ აწვებოდა, მიუხედავად ვლადიმირ პუტინის მუდმივი ბრალდებისა, თითქოს ნატოს გაფართოება რუსეთს ემუქრებოდა.
„ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვდით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, პუტინის ბრალდებების მიუხედავად. 2008 წელს მიცემული დაპირება ნაადრევი იყო“, - წერს ბაიდენი და ალიანსის 2008 წლის იმ პირობას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ოდესმე ნატოს წევრები გახდებოდნენ.
ამის ნაცვლად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების სხვა არქიტექტურა უნდა შეეთავაზებინათ. იგი „სპეციალური სტატუსის“ შესაძლებლობას აღწერს, რომელიც „ნატოს ფარგლებს გარეთ იქნებოდა, თუმცა დაცული ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ქსელით“.





