17 ნოემბერი 2026, 20:00
CNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი მწყობრიდან გამოვიდა
მსოფლიო

GettyImages
გაზიარება
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქსელი, სახელწოდებით NSA Net, თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, შიდა სივრცეში გასაიდუმლოებული ინფორმაცია გაცვალონ.
წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე კიბერთავდასხმის რაიმე კვალი ან მტკიცებულება არ არსებობს.
იმ დროს, როდესაც სააგენტო პრობლემის მასშტაბების გარკვევას ცდილობს, წყაროების თქმით, პერსონალისთვის მუშაობის ეტაპობრივი გრაფიკი დაწესდა.





