Euronews: „მე ვრჩები ჩემი სიტყვების ერთგული და მზად ვარ ამ საქმისთვისაც“ - კაია კალასი პოზიციას არ თმობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა ის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალურ წარმომადგენლად არ დაამტკიცეს
მსოფლიო

კაია კალასი
Reuters
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ის კვლავინდებურად მზადაა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი მოვალეობები შეასრულოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა დუბლინში გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ევროპის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა სწორედ მის მანდატს განეკუთვნებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ლიდერებმა საბოლოოდ განსხვავებული ფორმატი აირჩიეს - კალასმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებები უმაღლესი წარმომადგენლის როლს მკაფიოდ ადგენს.
„ავიღოთ ხელშეკრულებები და წავიკითხოთ, ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. პარტნიორებს მუდმივად ვეუბნებით კანონის უზენაესობის შესახებ, ევროპაში კანონის უზენაესობა კი თავად ხელშეკრულებებია. ამიტომ, მე ვრჩები ჩემი სიტყვების ერთგული და მზად ვარ ამ საქმისთვისაც“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ლიდერებს აქვთ უფლება, განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ამჟამინდელ ვითარებაში დადებითია ის, რომ ყურადღება პერსონებიდან შინაარსობრივ საკითხებზე გადადის. კალასის შეფასებით, მოლაპარაკებების მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ ისეთ ფუნდამენტურ კითხვებს, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის მკაცრი მოთხოვნა რაიმე სხვა საკითხის განხილვამდე.





