მარკო რუბიო: უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხი G7-ის სამიტზე განიხილება
მსოფლიო

მარკო რუბიო
სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ომის შემდგომი უკრაინისა და, უფრო ფართო მასშტაბით, მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის საკითხი „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე განიხილება.
„ეს არის ერთ-ერთი საკვანძო თემა, რომელიც არაერთხელ წამოიჭრა თითოეულ საუბარში, როდესაც მოლაპარაკებები განიხილებოდა. ამიტომ, ჩემი აზრით, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამაზე საუბრობს, ის სწორედ იმას მიანიშნებს, რომ გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეს არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ. აშკარაა, რომ ამ ეტაპამდე მისასვლელად კონფლიქტის შეწყვეტა გვჭირდება“, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტს გასული კვირას წარუდგინეს გარკვეული წინასწარი მოსაზრებები, თუმცა საბოლოოდ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, სადაც დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იმყოფებიან, გარკვეული პროგრესის მიღწევა მოხერხდება.





