ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს
მსოფლიო

კრისტინ ლაგარდი
ფოტო: Getty Images
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
„ახლახან ჩემს კოლეგებს ვაცნობე, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დავტოვებ. ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყის წყარო იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ გზაზე მხარს მიჭერდა“, - დაწერა ლაგარდმა.
ფრანგი კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2019 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა. მან ამ პოსტზე იტალიელი მარიო დრაგი შეცვალა.





