დონალდ ტრამპი: ამ ომის დასრულების შემდეგ მე ბიზნესს ვაწარმოებ უკრაინასთან და, ვფიქრობ, რუსეთთანაც
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, აშშ ბიზნესის წარმოებას გეგმავს როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან.
ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ამასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულების შემდეგ მე ბიზნესს ვაწარმოებ უკრაინასთან და, ვფიქრობ, რუსეთთანაც“, - აღნიშნა მან.
ტრამპთან ერთად ჟურნალისტებს მისი მეუღლე, მელანიაც ესაუბრა. მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მათ ჰკითხა, გეგმავენ თუ არა უკრაინაში ვიზიტს, რაზეც მელანიამ უპასუხა: „ვნახოთ.“





