ტრამპი: დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს - შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: unian
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა კრემლის ხელმძღვანელსა და ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრისთვის.
„თუ პუტინსა და სი ძინპინს სურთ სამმხრივი შეხვედრის ჩატარება ჩინეთში, მე ვისურვებდი, რომ ის შედგეს. სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით ძალიან სამართლიანად იქცეოდა. ის ზედმეტად არ ერეოდა ამ საქმეებში. იგივე ეხება რუსეთსაც. მათ არც კი გამოუვლენიათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. მათ იციან, რომ მე ამას ვაფასებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან უკრაინის საკითხზე და მას არ აქვს განზრახული მათი შეწყვეტა შუა პროცესში. ტრამპის თქმით, რუსეთი უკრაინასთან მიმართებით ადეკვატურად იქცეოდა.
„რუსეთი, სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინის მიმართ საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა. მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ“, - განაცხადა მან.
„ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას განსაკუთრებულად არ უწყობს ხელს. მეჩვენება, რომ მას არ სურს, ეს შეწყდეს. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ. დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“, - დასძინა მან.





