გადაწყდება თუ არა უკრაინის ბედი კიევის გარეშე - მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში შესაძლოა ახალი, გლობალური ფორმატი გაჩნდეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
გადაწყდება თუ არა უკრაინის ბედი კიევის გარეშე - მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში შესაძლოა ახალი, გლობალური ფორმატი გაჩნდეს.
ვაშინგტონი, მოსკოვი და პეკინი უმაღლეს დონეზე სამმხრივი სამიტის გამართვის პერსპექტივას განიხილავენ, სადაც უკრაინული მხარის მონაწილეობა არ მოიაზრება.
პარალელურად, საგრძნობლად მწვავდება რიტორიკა თეთრ სახლსა და ოფიციალურ კიევს შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კრემლთან სამშვიდობო დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს, უკრაინის ხელისუფლებას კი, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი რისკებისა და კონფლიქტის გაჭიანურების გამო ღიად აკრიტიკებს.
ვრცლად თამარ გოცირიძის სიუჟეტში.





