14 ოქტომბერი 2026, 14:07
უკრაინული მედია: ხარკოვში უცნობმა მამაკაცმა ხუთი სამხედრო მოსამსახურე ჩაცხრილა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
უცნობმა მამაკაცმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ხუთი სამხედრო მოკლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევა უკრაინის ეროვნული პოლიციაშიც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ის მომხდარის შემდეგ მიიმალა.





