ქალი, რომლის გამოც ესპანეთში საბინაო კრიზისის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო, გარდაიცვალა
მსოფლიო

მარია დელ კარმენ აბასკალი
ფოტო: Getty Images
ესპანეთში გარდაიცვალა მარია დელ კარმენ აბასკალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ინფორმაციას მადრიდის საბინაო იჯარის პროფკავშირი ავრცელებს. ქალი 87 წლის იყო. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც საცხოვრებლიდან იძულებითი გამოსახლების შემდეგ გამოფიტულ მდგომარეობაში მოხვდა.
აბასკალი 70 წლის განმავლობაში ქირაობდა ბინას დედაქალაქის პრესტიჟულ რაიონ რატიროში. 2018 წელს შენობას მფლობელი შეეცვალა. ახალმა მესაკუთრემ - საინვესტიციო ფონდმა Urbagestion-მა ქირის საფასურის სამჯერ გაზრდა სცადა - 500 ევროდან 1 650 ევრომდე, აბასკალის პენსია კი 1 350 ევროს შეადგენდა.
ქალის წინააღმდეგ, რომელიც ამ თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, გამოსახლების პროცედურა დაიწყო. 23 სექტემბერს პენსიონერი ბინიდან საკაცით გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ინციდენტმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედნებზე მასშტაბური დემონსტრაციები და კარვების ქალაქების გაშლა გამოიწვია. 4 ოქტომბერს მადრიდში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქტივისტები ითხოვდნენ ბინის ქირის ფასების შემცირებასა და გაყინვას, უვადო იჯარის ხელშეკრულებების პრინციპთან დაბრუნებასა და „მტაცებელი ფონდებისთვის“ საცხოვრებლების ჩამოართვას.
შექმნილი ვითარების გამო, ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.





