13 სექტემბერი 2026, 11:19
შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა
მსოფლიო

ფოტო: X
გაზიარება
უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.
უკრაინულმა სარდლობამ უპილოტო ხომალდებს შორის პირველი საბრძოლო შეტაკების ვიდეო კადრებიც გაავრცელა.





