ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.
როგორც ტრამპმა დუბლინში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, მან არ იცის, დღეს შეძლებენ თუ არა ბრიტანელები გემებით ფოლკლენდის კუნძულებამდე ჩასვლას.
ტრამპის თქმით, ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა ჯერ კიდევ თავის ახალგაზრდობაში წარმოიშვა, მაგრამ, როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მაშინ ბრიტანეთი სხვა ქვეყანა იყო, ხოლო ახლა მას მრავალი პრობლემა აქვს, მიგრაციით დაწყებული, ენერგეტიკით დასრულებული.
„არ ვიცი, ბრიტანელები მზად იქნებიან თუ არა, ასე შორს ჩავიდნენ. ეს ძალიან შორია, საქმე ეხება გემით მგზავრობას, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლო კატასტროფაში მეც ჩამრთავენ. ალბათ შევძლებ, ეს საკითხი მოვაგვარო“, - განაცხადა ტრამპმა.





