11 სექტემბერი 2026, 17:49
ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის
მსოფლიო

ჰენა ვირკუნენი
ფოტო: AFP via Getty Images
გაზიარება
ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ვირკუნენის განცხადება ეგზისტენციალური საფრთხის შესახებ მკვლევრების გაფრთხილებას მოჰყვა. ორგანიზაცია „ანთროპიკის“ ყოფილმა ინჟინერმა თქვა, რომ გარკვეულ პირობებში ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განადგურებას შეძლებს.
ვირკუნენის თქმით, ევროკავშირმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება უცხოურ ტექნოლოგიებზე და უზრუნველყოს უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების დანერგვა.





