11 სექტემბერი 2026, 11:25
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
BRICS-ის სამიტი დღეს გაიხსნება და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მედიის ცნობით, პუტინს ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან ორმხრივი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ნიუ-დელიში პუტინი აგრეთვე შეხვდება მალაიზიის, სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის პრეზიდენტებს, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს და აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცს ჰალიდ ბენ მოჰამად ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანს.





