10 სექტემბერი 2026, 16:29
პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, გემების უმეტესობას შავ ზღვაში უკრაინისთვის შეიარაღება გადააქვს.
„კომერციული გემების უდიდესი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზნებისთვის განკუთვნილი შეიარაღების, აღჭურვილობის, საწვავის გადაზიდვისთვის გამოიყენება. აღნიშნული გემები ნადგურდებოდა და მომავალშიც განადგურდება“ - განაცხადა პესკოვმა.





