10 სექტემბერი 2026, 15:13
გერმანული მედია: ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელი, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს.
როგორც მედია იუწყება, დაფინანსების გაყინვის მიზეზი არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაა.
ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქსონია-ანჰალტის ახალი მთავრობა ევროპულ ღირებულებებს არღვევს, ევროკომისიას შეუძლია პოლონეთისა და უნგრეთის მსგავსად მისთვის განკუთვნილი ევროპული თანხის გადაცემა შეაჩეროს. ეს კი წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ევროა.





