ტონი ბლერი: დასავლეთი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ბიოლოგიური იარაღის პოტენციური გამოყენებისათვის უნდა მოემზადოს
მსოფლიო

ტონი ბლერი
ფოტო: REUTERS
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ისლამიზმი უსაფრთხოებისთვის უპირველეს საფრთხედ რჩება, ხოლო დასავლეთი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ბიოლოგიური იარაღის პოტენციური გამოყენებისათვის უნდა მოემზადოს.
„ისლამიზმი, როგორც იდეოლოგია, ასევე ძალადობა, უსაფრთხოებისთვის უპირველეს საფრთხედ რჩება და, თუ მას არ შევაკავებთ, ის ჩვენამდე მოვა, თუნდაც ჩვენგან შორს იყოს, როგორც ეს 11-მა სექტემბერმა ცხადყო“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ტონი ბლერის თქმით, დასავლეთმა სათანადოდ უნდა შეაფასოს თავისი მოწყვლადობა.
„COVID-19-მა სასიკვდილო პათოგენების შესახებ გვაუწყა. ბიოტერორის შესაძლებლობა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ შეიძლება გვეჩვენებოდეს, თუმცა გონივრული იქნება, ახლავე მოვემზადოთ არასახელმწიფო აქტორების მიერ მათი პოტენციური გამოყენებისათვის“, - განაცხადა ტონი ბლერმა.





