22 დეკემბერი 2016, 19:35
Daily Express
ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი ვიდეოს ავრცელებს
მსოფლიო
გაზიარება
Daily Express-ის ცნობით, სოციალურ ქსელში, Facebook-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ აღბეჭდილია 24 წლის ტუნისელი ანის ამრი - ბერლინის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი.
ვიდეო ბერლინის ერთ-ერთ რაიონში, ცნობილი საშობაო ბაზრობიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგშია გადაღებული.
19 დეკმბერს ბერლინში მომხდარი ტერაქტის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, 48 - დაშავდა.





