იტალიაში შეიძლება სუპერვულკანი ამოიფრქვეს
მსოფლიო

ფლეგრეის ველი
იტალიელი და ფრანგი გეოფიზიკოსები აცხადებენ, რომ ფლეგრეის ველზე აირის ზეწოლა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს რომ ნეაპოლის რაიონში შეიძლება სუპერვულკანი ამოიფრქვეს. კვლევას ჟურნალი Nature აქვეყნებს.
ფლეგრეის ველი, იტალიაში, ნეაპოლის დასავლეთით მდებარეობს. მის ადგილზე იყო ვულკანი, რომელიც ბოლო 200 ათასი წლის განმავლობაში ევროპაში ამოფრქვეულ ვულკანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ 40 ათასი წლის წინ სწორედ მისი ამოფრქვევის შედეგად განადგურდნენ ნეანდერტანელები.
ფლეგრეის ველის გააქტიურება 1950 წლიდან ფიქსრდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. ახალი კვლევის ავტორები კრიტიკულ მონაცემებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვულკანის გაღვიძების კონკრეტულ ვადებს არ ასახელებენ.
ველი მდუღარე ტალახითა და გოგირდოვანი ორთქლით არის ცნობილი და ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ველის სახელწოდებაც ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და დუღილს ნიშნავს.





