Marvel-მა „შურისმაძიებლების“ ახალი ნაწილის ფინალური თრეილერი გამოაქვეყნა
კულტურა

ფოტო: Marvel
Marvel-მა ფილმის „შურისმაძიებლები: დოქტორი დუმი“ ფინალური თრეილერი გამოაქვეყნა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიუჟეტური დეტალი გაამხილა. ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი კრის ევანსის შესრულებით სტივ როჯერსის დაბრუნება გახდა. თრეილერში ჩანს, რომ კაპიტან ამერიკამ და პეგი კარტერმა ოჯახის შექმნა მოასწრეს: წყვილს მოზარდი ვაჟი ჰყავს. მანამდე Marvel-ი გმირის ცხოვრების ამ ნაწილზე მხოლოდ მინიშნებებს აკეთებდა და დეტალებს არ ამხელდა.
თრეილერში ასევე ჩანს, როგორ ერთიანდებიან შურისმაძიებლები, ფანტასტიკური ოთხეული და იქს-ადამიანები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დოქტორ დუმსა და გიგანტურ რობოტებს, რომლებიც ზეადამიანური შესაძლებლობების მქონე პირებზე ნადირობენ.
დოქტორ დუმს, რომელიც ფილმის მთავარი ანტაგონისტი იქნება, რობერტ დაუნი-უმცროსი განასახიერებს. რეჟისორები ჯო და ენტონი რუსოები არიან, რომლებმაც „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ და „ფინალი“ გადაიღეს.
„დოქტორი დუმის“ პრემიერა 2026 წლის 18 დეკემბერს არის დაგეგმილი. ფილმი კინოსამყაროს შემდეგი მასშტაბური ნაწილისთვის - „შურისმაძიებლები: საიდუმლო ომები“მზადება იქნება, რომლის გამოსვლაც 2027 წლის დეკემბერშია ნავარაუდევი.





